ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა
ხორცის ნახევარფაბრიკატების
ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ.
და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს
ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ
ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის
რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების
მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ
წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა
იაფფასიანი პროდუქტით.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება
სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 1-დან
3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები