ახალი ჩანაწერი საქართველოს საარჩევნო კოდექსში,
საარჩევნო კამპანიაში მასწავლებლების მონაწილეობას
განსაზღვრავს.
საარჩევნო კოდექსში განხორცილებული ცვლილებების
თანახმად, საჯარო სკოლის პედაგოგებს საარჩევნო შეხვედრებზე სამუშაო
საათებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესულების დროს, საარჩევნო
აგიტაციის გაწევა ეკრძალებათ. სამაგიეროდ, არასამუშაო დროს პედაგოგებს
აგიტაციის უფლება ექნებათ.
"წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და
აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საჯარო
სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა უმაღლესი და
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური
ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
თანამშრომლებისა), სახელმწიფოს, ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა და
საჯარო სკოლების პედაგოგების, სამუშაო საათების განმავლობაში, ან
როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს",
– ნათქვამია საქართველოს საარჩევნო კოდექსში.
კოდექსში განსხვავებული ჩანაწერია უმაღლესი და
პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლებზეც. ისინი გამონაკლის სიაში
არიან, რომლებსაც საარჩევნო აგიტაცია არ ეკრძალებათ.
ცნობისთვის, აქამდე მსგავსი შეზღუდვა საჯარო
მოხელეებზე ვრცელდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები