ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის
მშენებლობა იგეგმება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების
ფონდმა აუზის მშენებლობაზე ტენდერი
(
DEP200000052)
გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 644 126 ლარია.
პროექტის თანახმად აუზი საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. მისი სიგრძე
50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება
აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას
როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და
მწვრთნელებისთვის
ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და
ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან (the
Asian Development Bank) მიღებული სესხით ხორციელდება „საცხოვრებლად
ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული
განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში და ამ სახსრების ნაწილი
გამოყენებული იქნება ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის
მშენებლობისთვის
.
მასალის გამოყენების პირობები