ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, მოქალაქეებს ტექნიკური შეფერხებისთვის
ბოდიშს უხდის.
„მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი
დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე -
www.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.
ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა
განპირობებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მათივე თქმით, პრობლემის გადასაჭრელად სპეციალისტები მუშაობენ და
ტექნიკური შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება. დახმარების მიმღებთა
რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.
შესაბამისად, რეგისტრაციის გავლის საშუალება ყველა მსურველს
მიეცემა.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და
ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლამდე ასაკის მოზარდი 20 ლარიან
დახმარებას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები