2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.
2008 წლის შვიდ აგვისტოს ცხინვალში რუსის სამხედროებით ზურგგამაგრებულ
ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები
დაიწყო.
ომში რუსეთი ოფიციალურად რვა აგვისტოს ჩერთო, რომელმაც რეგიონში
საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მან
საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.
ცხრა აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობაზე
თავდასხმით მეორე ფრონტი გახსნეს და რუსეთის 58-ე არმიის ბატალიონმა
კოდორის ხეობაც დაიკავა.
რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი
მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. სახლების
დატოვება კი 150 000 ადამიანს მოუხდა.
დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია, გაფართოებულია საოკუპაციო
საზღვარი, ათი ათასობით დევნილ მოსახლეობას საკუთარ სახლებში
დაბრუნება ისევ არ შეუძლია, გრძელდება დაკავებები და მკველობა ე.წ.
საზღვართან.
ქვეყნის 20% დღემდე
ოკუპირებულია.
ნახეთ ქუთაისიპოსტზე აგვისტოს ხუთდღიან ომში დაზარალებული ადამიანები
კოდორის ხეობიდან:
"ძროხები
ბღაოდნენ, ძაღლები ერთ ამბავში იყვნენ" - რაისა ხაჭვანი რუბრიკაში
"ხუთ დღიანი ომის 5 ისტორია" (ვიდეო)
"ვნანობ, რომ წამოვედი" - ლევან გვიჩიანი რუბრიკაში "ხუთ დღიანი ომის
5 ისტორია" (ვიდეო)
"ისეთი
ადგილი სხვაგან არსად არ არის" - შოთა ვეზდენიძე " რუბრიკაში "ხუთ
დღიანი ომის 5 ისტორია" (ვიდეო)
"ველოდებით იქ შესვლას, შვილის სასაფლაო იქ არის" - მურმან გუჯეჯიანი
რუბრიკაში "ხუთ დღიანი ომის 5 ისტორია" (ვიდეო)
"იქაური
ძაღლის დანახვაც მიხარია " - ვლადიმერ გირლიანი რუბრიკაში "ხუთ დღიანი
ომის 5 ისტორია" (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები