ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს"
წევრი, 19 წლის ნინო გურგენიძე გარდაიცვალა.
ნინო ერთი წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა, რომლის
დამარცხებაც საბოლოოდ ვერ შეძლო. იგი გუშინ, გვიან ღამით
გარდაიცვალა.
კლუბის მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის თქმით, ნინო როგორც ფეხბურთელი
უნივერსალი იყო და ყველა პოზიციაზე თამაშობდა.
"ნინო უნივერსალი იყო, ყველგან, ყველა პოზიციაზე თამაშობდა. იქ იყო,
სადაც გუნდს სჭირდებოდა, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც. ის ძალიან
მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ჩვენი გუნდისთვის. სამწუხაროდ,
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და გუშინ გვიან ღამით
გარდაიცვალა", – ამბობს კლუბის მწვრთნელი პაატა
დოგრაშვილი.
ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე" ქუთაისის მერიის შპს–ეა. კლუბი 2015
წელს ჩამოყალიბდა. ხუთი წლის განმავლობაში "მართვემ" არაერთ
მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კლუბი ჩემპიონთა ლიგის ეტაპზეც
თამაშობდა.
მასალის გამოყენების პირობები