"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს
აღნიშნავს.
საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:
ნანა თვალაბეიშვილი, ჟურნალისტი:
"პირველივე დღიდან თქვენი გულშემატკივარი ვარ. აი, იმ დღიდან -
ცარიელი სამუშაო ოთახით რომ დაიწყეთ... სკამებზეც რომ მორიგეობით
სხდებოდით... მაგიდაც რომ საერთო გქონდათ... არაფერი რომ არ გქონდათ -
იდეის და მოტივაციის გარდა! თუმცა, ყველაზე მთავარი გქონდათ და გაქვთ
- მეგობრობა...
ერთად ყოფნის აუცილებლობა და ერთმანეთის იმედით, გამოცდილებით,
ყველაზე უტოპიური გადაწყვეტილების განხორციელებაც კი! თქვენ შეძელით
და გარისკეთ, რისკმა გაგიმართლათ და ეს ხშირად არ ხდება, ამიტომ მინდა
ამ მიღწევის შენარჩუნება ყოველთვის შეძლოთ. დაიცვათ საკუთარი თავიც და
ის მონაპოვარიც, რაც მედია ბაზარზე მართლაც გამოგარჩევთ...
ჯერ პატარები ხართ, წინ ბევრი სიახლე გელით, ბრძოლა, გამარჯვება და
დამარცხებაც კი! მთავარია - საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ და
ღირსეულად მიიღოთ ყველა ის გამოწვევა, რაც თქვენს წინაშე იქნება.
არადა, ამ გამოწვევებს ვერ გაექცევით...
დაუმსახურებელ კრიტიკასაც მოუსმინეთ და ობიექტურ ქებასაც, ორივე
შემთხვევაში ბევრ რამეს ისწავლით! მარტივი ჭეშმარიტებაა - ვიდრე
თქვენზე საუბრობენ, ვიდრე "ქუთაისიპოსტი" ნებისმიერი სახის კონტექსტში
ხვდება - ესე იგი, ორბიტაზე ხართ და ადამიანები თქვენს ირგვლივ
ტრიალებენ!
დაბადების დღეს გილოცავთ!
მასალის გამოყენების პირობები