ახალი ამბები
სამტრედიის სოფელ ბაშში მოუწესრიგებელი არხების პრობლემა მოგვარდა
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში სარწყავი და სანიაღვრე არხების პრობლემა მოწესრიგდა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს სამტრედიის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ ლეჟავამ განუცხადა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სარწყავი და სანიაღვრე ქსელების რეკონსტრუქცია ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ სოფელ ბაშის მცხოვრებლებმა, ქუთაისიპოსტის რუბრიკაში სახელწოდებით "მოქალაქის ხმა" ისაუბრეს. მოსახლეობა ამბობდა, რომ მათ ეზოებსა და სახლებში წყალი შედიოდა.

ვიდეობლოგებში ნაჩვენებია სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.

ვიდეობლოგები თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან მზადდება, რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა ეწყობა. შეხვედრაში სახელწოდებით "უპასუხე ხალხს" მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ.

მრგვალი მაგიდა არის შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.


ამავე თემაზე:

"წყალი სახლში შემოგვდის''- რუბრიკაში ,,მოქალაქის ხმა'' (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.