უნგრული კომპანია "ვიზეარი" ქუთაისის
აეროპორტიდან გასვლის შესახებ ინფორმციას არ ადასტურებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტიურად
აკვირდებიან ეპიდსიტუაციას და გამოხატავენ მზაობას შეასრულონ ფრენები
რეგულარული კომერციული ფრენების აღდგენისთანავე.
"ვიზეარი" გამოხატავს მზაობას, შეასრულოს
ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება
რეგულარული კომერციული ფრენები. აქტიურად ვაკვირდებით გლობალურ და
ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის
რეგულაციებს და განვაგრძობთ ქვეყანაში ოპერირებას. ვიზეარი" ერთ-ერთი
წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე
მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი
ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.
"ვიზეარი" მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური
ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა
დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას", – ნათქვამია კომპანიის
განცხადებაში.
კომპანიის მიერ ქუთაისში ბაზის გაუქმების შესახებ გავრცელებული
ინფორმაცია უარყო ეკონომიკის მინისტრმა, ნათია
თურნავამაც.
"ვიზეარი", რომლეიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა,
საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები