კონფერენცია იმუშავებს 6 ძირითადი
მიმართულებით
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტში ჩატარდა
საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი
და ჰუმანიტარული აზროვნება.
„წელს იმართება რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია აწსუ-ში
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით. მსოფლიოს 9
ქვეყნიდან არის დარეგისტრირებული მომხსენებლები. კონფერენცია არის
ფართო სპექტრზე გათვლილი და ძალიან მნიშვნელოვანი“- აცხადებს წერეთლის
უნივერსიტეტის ორკომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი, ირმა
ყიფიანი.
კონფერენცია იმუშავებს 6 ძირითადი მიმართულებით: ქართველოლოგია,
ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნება, კულტურა, ფილოსოფია,
ორიენტალისტიკა, დარგის კვლევის მეთოდოლოგია და მეთოდიკა.
პროგრამის მიხედვით, კონფერენციის პლენარული და სექციური მუშაობა
გაწერილია 2 დღეზე. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ
კონფერენციის ფარგლებში მოისმენენ მოხსენებებს და გაიმართება მსჯელობა
ჰუმანიტარული მეცნიერების პრობლემურ საკითხებზე.
მასალის გამოყენების პირობები