შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად შესაბამის მოწყობილობებს და
აქსესუარებს უკვე ყიდულობს, თუმცა, გამოცდების ჩატარების თარიღი ჯერ
უცნობია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში
განმარტავენ, რომ ზუსტი თარიღის განსაზღვრა ქვეყანაში არსებულ
ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
ეროვნულ გამოცდებზე მიმდინარე წელს 39 300-ზე
მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მაგისტრობის მსურველია
12 600-ზე მეტი პირი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 3
600-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, ხოლო კომპეტენციის
დადასტურებისა და მასწავლებლობის მსურველი 19 600-ზე მეტი
აღმოჩნდა.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ
საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება
უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების
დაცვა და დეზინფექციის საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები