ტარიელ
ცატავას ტყვია გულში მოხვდა.
გალში ახალგაზრდა მამაკაცი ტარიელ ცატავა მოკლეს, რომელიც გალში
თხილის ბიზნესით იყო დაკავებული.
სოფელ მახუნჯიის მკვიდრის მკველობის შესახებ ქუთაისისპოსტს
ადგილობრივებმა აცნობეს. მათი თქმით, შემთხვევა გუშინ დღის საათებში
მოხდა.
თანასოფლებების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ფულის გამოძალვის მიზნით
მოკლეს. ადგილობრივების თქმით, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ძმა დათო
ცატავა, რომელიც შემთხვევას უვნებელი გადაურჩა. ტარიელ ცატავას კი
ტყვია გულში მოხვდა.
შემთხვევის შედეგად ტარიელ ცატავა ს გადარჩენა შეუძლებელი გახდა და ის
ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით "გაიმ" გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები