პირველი ივნისიდან ღია
ტიპის კაფე-ბარებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა,
ქუთაისში საკვები ობიექტების ნაწილმა მუშაობის განახლება მაინც ვერ
შეძლო.
დაწესებულებების მეპატრონეები ამბობენ, რომ
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც
კაფე-ბარებს უსაფრთხოების წესების დაცვას ავალდებულებს, ამ დრომდე ვერ
მოასწრეს.
''ბევრი რამ არის
შესაძენი, ამიტომ ვერ მოვასწარით გახსნა",- ამბობს კაფე '' მუზეუმის'' მეპატრონე, მამუკა
ჭაჭიაშვილი.
კაფე ''მუზეუმი''.
"მუზეუმისგან" განსხვავებით პირველი სტუმარი
უკვე მიიღეს კაფე-ბარ ''არგოში''.
არგოს მენეჯერის, გიორგი მხეიძის თქმით, სამუშაო
პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით
მიმდინარეობს. ტარდება როგორც დეზინფექცია, ასევე, თერმოსკრინინგი,
რომლის მონაცემებსაც, თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში, სპეციალურ
ჟურნალში ასახავენ.
'' დეზობარიერი მზადაა,
მომზმარებელმა უნდა დაიცვას დისტანცია, ხელის დეზინფექცია
აუცილებელია, მოხდება თერმოსკრნინგიც, მომსახურე პერსონალი კი ფარებით
იქნება აღჭურვილი''.
ადმინისტრაცია თერმოსკრინინგის მონაცემებს
სპეციალურ ჟურნალში ასახავს
საქართველოს მასშტაბით ღია ტიპის კაფე-ბარები და რესტორნები პირველი
ივნისიდან გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების
მიხედვით, რესტორნებსა და კაფე-ბარებში დაცული უნდა იყოს შემდეგი
წესები:
მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული
უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2
მეტრისა;
სკამების საზურგეებს შორის - მანძილი
არანაკლებ 1 მეტრისა;
ერთ მაგიდასთან მოთაავსდება არა უმეტეს
6 მომხმარებლისა დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12
წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2
მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
დროებითი დამცავი ბარიერი.
სასმელებით მომსახურების სივრცეში
(ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან
აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უნდა უზრუნველყოს
ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.
მასალის გამოყენების პირობები