პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზიამ და მათ
შორის, მოლებმა, მუშაობა განაახლეს. თუმცა, სავაჭრო ობიექტებს
საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების
დაცვა მოუწევთ.
ობიექტები აღჭურვილი უნდა იყოს
დეზობარიერითა და სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, უნდა უზრუნველყონ
მომხმარებლის თერმორსკრინინგი. თავად მომხმარებლისთვის კი
სავალდებულოა სამედიცინო ნიღბის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი
ობიექტზე არ დაიშვებიან.
არ უქმდება გამოსაცვლელი ოთახები, თუმცა,
სავალდებულო იქნება ორსაათიანი ინტერვალებით მათი სადეზინფექციო
ხსნარით დამუშავება.
საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით, მოლის
საერთო სივრცეში 102 ფართზე მხოლოდ ერთი ადამიანი
დაიშვება, ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში კი ასევე ერთი
პირი 52 ფართზე.
კორონავირუსის გამო, ცენტრები და მოლები 19 მარტს
დაიხურა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. ბოლო მონაცემებით ვირუსი დაუდგინდა 794 ადამიანს.
აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12
ადამიანი. 2020 წლის 11 მარტს ქვეყანაში საგანგებო
მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები