ახალი ამბები
საქართველოში ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელი ოთახები გაუქმდება
FaceBook
"რითეილ გრუპ ჯორჯიაში" შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განმარტა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

ცნობისთვის, საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, "ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

"მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა, უფრო დაიმედებულები ვართ. როგორც მან თქვა, ეპიდსიტუაცია აძლევთ იმის საშულებას, რომ ეკონომიკის ყველა მიმართულება უფრო სწრაფად გაიხსნას. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მოიხსნება შეზღუდვები ჩვენს სექტორზეც.

ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ზოგადად სექტორზე მოიხსნება შეზღუდვა და ეს არ იქნება მხოლოდ კომპანიების მიხედვით. ანუ ის ობიექტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობას შეძლებენ, მიეცეთ გახსნის საშუალება. ჩვენ 100%-ით ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს. პლუს კიდევ დამატებით ღონისძიებებს ვატარებთ. იმიტომ, რომ ბრენდები, რომელსაც წარმოვადგენთ, ეს არის ესპანური, ბრიტანული ბრენდები, რომლებსაც გაცილებთ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოუწიათ ოპერირება. შესაბამისად, ეს საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეს. მაგალითისთვის, ჩვენ გასახდელ ოთახებს გავაუქმებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, სამაგიეროდ, გავზრდით მობრუნება-გადაცვლის პროცედურებს. ამასთან, მობრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად მოხვდება კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია. ამ პროტოკოლებით ჩვენ აბსოლუტურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ოპერირებას. მოსაზრებები, რომელიც იყო, რომ ტანსაცმელი მაღალი რისკია, აბსოლუტურად გამოვრიცხეთ ჩვენი პროტოკოლებით. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამას გაითვალისწინებენ და მოგვცემენ ოპერირების საშუალებას",-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.


კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში გარკვეული შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს. 

რომელი შეზღუდვა მოიხსნა და რომელი დარჩა, ნახეთ აქ:


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.