ახალი ამბები
ქუთაისში აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე იზოლატორში რჩება
FaceBook
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სამოქალაქო აქტივისტი გუშინ, გვიან ღამით პოლიციის სამტრედიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მიშა მუმლაძემ დაკავების დროს სხვადასხვა დაზიანება მიიღო. დაკავებული უკვე მოინახულა მისმა უფლებადამცველმა. უწყება მას 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულის ახლობლები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.

მიშა მუმლაძე პოლიციამ 28 ნოემბრის ღამეს, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. დაკავების დროს, მუმლაძე პოლიციელებმა ასფალტზე დააგდეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის დაკავებას.

"ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისთან, აქტივისტები სპონტანურად, მას შედეგ შეიკრიბნენ, რაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. კობახიძის ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა დედაქალაქშიც. ათიათასობით მოქალაქე რუსთაველზე შეიკრიბა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა გააპროტესტა. "ქართულმა ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად რობოკოპები გამოიყვანა, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აქციაზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით, სპეცრაზმელები დამიზნებით ასხამდნენ სახეში. აქციაზე დაშავდა ათობით მოქალაქე, ჟურნალისტი და ოპერატორი. მძიმე დაზიანება მიიღო ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა გურამ როგავამ, რომელსაც სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში სცემა. მას სახის ძვლების და კისრის მეშვიდე მალის რკალის  მოტეხილობა აქვს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
43 პირია დაკავებული.
11:27 / 29.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.