ახალი ამბები
დღეს, 17:00 საათზე, ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.

28 ნოემბრის ღამეს, აქციის ორგანიზატორის, მიშა მუმლაძის დაკავების მიუხედავად, აქცია კვლავ გაიმართება. დღეს, მოქალაქეები ქუთაისის მერიის წინ, 17:00 საათზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. აქციაზე მთავარი მოთხოვნა იქნება მიშა მუმლაძის განთავისუფლება, რომელიც ამ დრომდე სამტრედიის პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

28 ნოემებრს, "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისთან, აქტივისტები სპონტანურად, მას შედეგ შეიკრიბნენ, რაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. კობახიძის ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა დედაქალაქშიც. ათიათასობით მოქალაქე რუსთაველზე შეიკრიბა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა გააპროტესტა. "ქართულმა ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად რობოკოპები გამოიყვანა, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აქციაზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით, სპეცრაზმელები დამიზნებით ასხამდნენ სახეში. აქციაზე დაშავდა ათობით მოქალაქე, ჟურნალისტი და ოპერატორი. მძიმე დაზიანება მიიღო ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა გურამ როგავამ, რომელსაც სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში სცემა. მას სახის ძვლების და კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
43 პირია დაკავებული.
11:27 / 29.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.