ახალი ამბები
"საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ" - ჯანდაცვის მინისტრი
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე,
რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი.

"საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.

"შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც", - განმარტა მან.

რაც შეეხება რესტორნებს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რესტორნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის ჩართულობით.

"კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ტურისტების შემოსვლის რეგულაციებთან მიმართებით ინტენსიურად მუშაობს.


პანდემიის რისკის შემცირების მიზნით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. შესაბამისად, აკრძალული იყო როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ასევე, საზოგადებრივი ტრანსპორტის მუშაობა. 

ქუთაისში გამოკითხულთა უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.