ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის მცხოვრებლებს დილით
ჩამოწოლილი მეწყერი დახვდათ.
ადგილობრივმა ქუთაისიპოსტს უთხრა, რომ სოფელში კლდე ჩამოინგრა და
ჭალამ გზის ნაწილი წაიღო. სოჩხეთი მეწყერსაშიში ზონაა.
"გზა არის წაღებული და ტრანსპორტს არ შეუძლია მოძრაობა. სოფლის
ტექნიკა ამ გზით დადის. ეზოების გადაადგილება მოგვიწევს. განმეორებით
მოხდა ეს. ახალ წელსაც ჩამოწვა მეწყერი. ისე აქვს გამოღებული
მდინარეს ძირი გზისთვის, წვიმის გარეშედაც ჩამოწვებოდა მეწყერი ", –
ამბობს რუსუდან შარვაძე.
ადგილობრივების თქმით, სოფელი მჭიდროდ დასახლებულია და აღნიშნულმა
მეწყერმა ზიანი 17-მდე ოჯახს მიაყენა.
ტყიბულის მერიაში განმარტავენ, რომ შექმნილი სიტუაციას
მერის მოადგილე უკვე ეცნობა და ზარალის შესახებ ინფორმაცია
მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები