ქუთაისში „ ქართული ღვინის დღე“ აღინიშნა.
ღონისძიება ქალაქის ისტორიულ უბანში „ოქროს ჩარდახის“ ტერიტორიზე
გაიმართა და მასში მონაწილეობა იმერელმა მეწარმეებმა მიიღეს.
შესაბამისად ღვინოც იმერული იყო წარმოდგენილი.
„ღვინის დღის აღნიშვნა ტრადიციად გვინდა დავამკვიდროთ. ამიტომ გაისად
გაცილებით მასშტაბური ღონისძიება იქნება“, -აღნიშნა ქუთაისის მერიის
ეკონომიკის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ღვინის კულტურის მნიშვნელობასა და ქართული
ღვინის ადგილს ევროპის ბაზარზე.
„საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ღვინის კულტურა. ამიტომ როგორც
კულტურას და როგორც ბიზნესს პრომოუშენი უნდა გავუწიოთ. მისი რესურსი
გაცილებით მეტია და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა პაატა
კლდიაშვილმა.
ღონისძიებას ქალაქის სტუმრებიც ესწრებოდნენ, რომელთაც არა მხოლოდ
ღვინის დაგემოვნება, არამედ სადღეგრძელოების მრავალფეროვანი სპექტრიც
გააცნეს ღონისძიებაე მოწვეულმა „ჩოხოსნებმა“.
ქართული ღვინის დღე ქუთაისში საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები