ახალი ამბები
ქუთაისში ექიმებსა და პოლიციელებს უფასო ყავით, ჩაით, წყლითა და ნამცხვარით გაუმასპინძლდებიან
FaceBook
"მომავლის ფონდის" ორგანიზებით ქუთაისში მოქალაქეების სახელით ექიმებსა და პოლიციის ეკიპაჟებს უფასო ყავით, ჩაით, წყლითა და ნამცხვარით უმასპინძლდებიან.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, აქცია საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს.

"ეს არის ერთგვარი ჟესტი მადლიერი მოქალაქეებისგან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უხილავ მტერს ებრძვიან. ძალიან აქტიურად ერთვებიან ამ აქციაში და რაც მთავარია ძალიან ამხნევებთ ეს წამოწყება", - ამბობს "მომავლის ფონდის" დამფუძნებელი არჩილ ნიჟარაძე.

ფონდი ასევე იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან. მაგალითად, ასეთია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, მანანა მეფარიძე, რომელიც უკვე 35 წელია საქართველოს თეთრი ხალათით ემსახურება.

"ის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა აფხაზეთის ომში, აგვისტოს მოვლენებისას და დღეს თავადაც რისკის ჯგუფში მყოფი უხილავ მტერთან ფრონტის წინა ხაზზეა.

მანანა მეფარიძეწ გაჭირვების წლებსაც იხსენებს, როცა არ იყო არც შუქი, არც სასწრაფოს მანქანისთვის საკმარისი საწვავი და არც სხვა აუცილებელი საშუალებები იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ გამოძახებაზე ფეხით მისულს პაციენტისათვის მაინც გაუწევია დახმარება და გადაურჩენია არაერთი სიცოცხლე".

იდეის ავტორები მადლობას უხდიან პროექტის პარტნიორს გემრიელი სახლი • Tasty House, (მისამართი: ქუთაისი, ჭავაჭავაძის 21ა), სადაც დრაივზე, მანქანებიდან გადმოუსვლელად ექიმებსა და პოლიციას ყავით, ჩაით, წყლითა და ნამცხვარით უფასოდ ემსახურებიან. აგრეთვე, მადლობას უხდიან აქციაში ჩართვისთვის წყალ "სნოს".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.