ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილის 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.
სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის განცხადებით, ხვალ 30 სექტემბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.
ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილის 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში განმარტავენ, რომ დენის მიწოდება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე "ლეღვანი" და "ლეღვანი 1" ახალი სადენების დამონტაჟების მიზნითაა გამოწვეული.
ამ მიზნით ძაბვა შეეზღუდება ქვესადგურებს "ხარაგაული", რომელიც ელექტროენერგიას აწოდებს დაბა ხარაგაულს, სოფ. თეთრაწყაროს, ლაშეს, უჩამეთს, ღვერკს, ხემაღალს, ლაშის იგორეთს, ახალსოფელს, ბაზალეთს, ღარიხევს, მიროწმინდას, საბეს, სარგვეშის, ქროლის, ღარიხევს, ღორეშას, ხორითს, ფარცხნალს, ისლარს, ჩხერს, ღუდუმექეთს და ჯაფარეულს. ასევე, გაითიშება ქვესადგური "ფუთი", სადაც შედის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: კიცხი, ხიდარი, ხონი, წყალაფორეთი, ვარძია, ლახუნდარა, ბორი, კიცხის იგორეთი, საქარიქედი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ფუთი, ქვესადგური "ძირულა წევა" - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები შოროპანი, ილემი, ზედა საქარა, საღვინე, მარტოთუბანი, წიფლავაკე, წევა, ქვესადგური "მზიგულა" - სოფელი თვრინი, ალავერდი, ტაბაკინი, ცხრაწყარო, კლდეეთი.
მასალის გამოყენების პირობები