რამდენიმე თვის წინ იეჰოვას მოწმეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგეს.
თერჯოლის გამგეობა იეჰოვას მოწმეების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას (სასამართლოს მიერ მინიჭებულ სამლოცველოს მშენებლობის ნებართვას) უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. რამდენიმე თვის წინ იეჰოვას მოწმეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
პროცესი მოიგეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებს სამლოცველო სახლის მშენებლობის უფლება ეძლევათ.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში", - აღნიშნავს თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე.
თუმცა თერჯოლის გამგეობის იურისტის გიორგი გაბრიჭიძის თქმით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ. გასაჩივრების უფლება გადაწყვეილების ჩაბარებიდან ერთ თვემდე პერიოდში ეძლევათ.
მასალის გამოყენების პირობები