ახალი ამბები
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ოპერის თეატრს და როდის აშენდა ის?
FaceBook
1969 წელს 27 დეკემბერს ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსა ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი".
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს) – www.kutaisipost.ge -ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ოპერის თეატრს და როდის აშენდა ის? - (ნახეთ ვიდეო):


###

ქუთაისიპოსტის მიერ მოკვლული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის ოპერის დღევანდელ შენობაში 1955 წლამდე განთავსებული იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი. მანამდე კი სპექტაკლები ქუთაისის საზოგადო საკრებულოს შენობაში იმართებოდა.
"ქუთაისის სცენისმოყვარეთა თითქმის 20-წლიანი მოღვაწეობა 1879 წლის შემოდგომაზე მუდმივი დასის შექმნით დასრულდა. სწორედ ამ დასისთვის აიგო ქალაქის თვითმმართველობისგან იჯარით მიცემულ მიწაზე ხარაზოვის თეატრის შენობა. მშენებლობა 1879 წლის სექტემბერში დაიწყო 1880 წელს დასრულდა. 1894 წლის 18 ნოემბერს ქალაქის სათათბირომ დაადგინა რომ ხარაზოვისგან შეესყიდა თეატრის შენობა. 1946 წელს შენობა ხანძარმა იმსხვერპლა. ხანძრის შემდეგ პრაქტიკულად ახალი შენობა აიგო, რომელშიც ხარაზოვისეული თეატრის მხოლოდ ერთი, რუსთაველის ქუჩის მხარეზე მდებარე კედელი იქნა შემორჩენილი. ამ შენობაში დაჰყო ქუთაისის თეატრმა 1955 წლის 6 ნოემბრამდე, თეატრის ახალი, ამჟამინდელი შენობის გახსნამდე", - ვკითხილობთ წიგნში "ქუთაისო ჩემო დედავ"-ში, რომლის ავტორი ზურავ ჯავახაძე, ხოლო რედაქტორი მერაბ კეზევაძე გახლავთ.
ზემოთაღნიშნული წიგნის მიხედვით, ამჟამინდელი ოპერის თეატრის შენობაში ფილარმონია ფუნქციონირებდა, ხოლო 1969 წლის 27 დეკემბრიდან ოპერის თეატრია განთავსებული.
1919 წელს მელიტონ ბალანჩივაძის ინიციატივით, ქუთაისში პირველი მუსიკალური სკოლა გაიხსნა, რომლიც ორი წლის შემდეგ მუსიკალურ ტექნიკუმად გადაკეთდა. ქუთაისის სამუსიკო ტექნიკუმი შემდგომ წლებშიც არაერთხელ წარმდგარა ქუთაისელების წინაშე საოპერო დადგმებით.
1968 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება,  1969 წლის იანვრიდან ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დაარსების შესახებ. 1969 წელს 27 დეკემბერს ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსა ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი".

###

ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2010 წლის 8 იანვარს დაიწყო. განახლებული თეატრი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 29 დეკემბერს გახსნა.
ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანალოგია. სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის, გიორგი კიკვიძის მიერ შექმნილი 13 რომაული ქანდაკება დგას. რეაბილიტაციის შემდეგ სრულად შეიცვალა ფასადი და შიდა ინტერიერი, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემა. განახლდა დარბაზი, თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით, რომელიც 453 მსმენელზეა გათვლილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.