ახალი ამბები
გაცდენილი საათების ანაზღაურება სკოლებში სხვადასხვა სისტემით მოხდება
FaceBook
პირველი აპრილის შემდეგ გაცდენილი საათები პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა სისტემით უნდა აუნაზღაურონ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს სკოლის მიერ გაკვეთილების ასანაზღაურებლად შაბათ-კვირის გამოყენება, ძირითადი გაკვეთილების შემდეგ დამატებითი გაკვეთილები და ასევე, შეიძლება ეს იყოს გაკვეთილზევე გარკვეული თემების გაერთიანება.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო განსაზღვრავს მეთოდს და უშუალოდ გეგმას, თუ რა ფორმით განახორციელებს სკოლა გაცდენილი საათების ანაზღაურებას, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად ჩამოაყალიბებს.

ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, სამინისტრო საჯარო სკოლებს 16 მარტს დაუგზავნის კონკრეტულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია ეს იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვიდეორგოლების (ვიდეო-გიდის) საშუალებითაც.

"ეროვნული სასწავლო გეგმა მოდიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავავრცელებთ რეკომენდაციებს, უშუალოდ სკოლა კი გადაწყვეტს, ეს რეკომენდაციები როგორ და რა ფორმით გაითვალისწინოს. შაბათ-კვირას ჩაატარებენ დამატებით გაკვეთილებს თუ როგორ, ეს სკოლამ ინდივიდუალურად უნდა მოარგოს თავის საჭიროებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე. 16 მარტს კი პუნქტებად ჩამოწერილი რეკომენდაციები დაეგზავნება სკოლებს, როგორ უნდა მოიქცნენ 1-ელი აპრილის შემდეგ. როგორ შეუძლიათ გააერთიანონ თემები, მოდულები და ა.შ. სამინისტრო აძლევს სკოლას რეკომენდაციას - გადააწყვე სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოასწრო დროში ჩატევა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მე ამისთვის მჭირდება შაბათი და კვირა, არაა პრობლემა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მყავს 4 ბავშვი და არ მჭირდება შაბათ-კვირა და გავუხანგრძლივებ დღეს, აქაც ინდივიდუალურად გადაწყდება. ასევე, თემების გაერთიანებაც შეიძლება განიხილონ. შეიძლება ვიდეო- გიდის საშუალებით იყოს ეს რეკომენდაციები მიწოდებული, შეიძლება წერილობითი. ჯერჯერობით, ეს ეხება პირველი აპრილის შემდგომ პერიოდს. თუ კიდევ გახანგრძლივდა, შემდეგ მოვერგებით სიტუაციას. ჩვენ უბრალოდ მივცემთ რკეომენდაციებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ეროვნული სასწავლო გეგმის ისე მოდიფიცირება, რომ მთავარი მიზანი დაძლეული იყოს," - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის გამო, იმ შემთხვევაში თუ 1-ელ აპრილს სასწავლო პროცესი აღდგება, გაცდენილი გამოდის 16 სასწავლო დღე.

"არდადეგების პერიოდში კი პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსი და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უნდა მიაწოდონ იმისთვის, რომ ეს ორი კვირა ბავშვები არ ისხდნენ სახლში და სახალისო დავალებები ჰქონდეთ. შეიძლება ეს მიეწოდოთ ტელეფონით, მეილით ,"- განაცხადეს სამინისტროში.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები კორონავირუსის გამო  პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

https://www.interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.