საქართველოში კორონავირუსით
დაინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით COVID19
სულ 23 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლეობა
იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა
ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა
კონტაქტი. ინფექციურ სავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტი წევს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიით,
მათგან
ორი ირანში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ესპანეთში.
თბილისის ინეფქციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში
მყოფი პაციენტებიდნ მხოლოდ ერთის
მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე. ხუთ
ადამიანს აქვს პნევმონია, თუმცა საშუალო სიმძიმისა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი
მდგომარეობა მსუბუქია.
ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში
126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ
46.
სავალდებულო კარანტინს უკვე გადის 10 მარტს,
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული
156 ადამიანი. ისინი საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ ჩამოიყვანა, რაც იტალიასთან საჰაერო მიმოსვლა
შეჩერდა.
ხელისუფლებამ
ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეთა იზოლაციის ზომები
გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით
ეპიდაფეთქების ზონებიდან ჩამოსული პირები ორკვირიან
სავალდებულო კარანტინს გაივლიან. როგორც კარანტინში, ასევე,
თვითიზოლაციაში მყოფების მიერ მათთვის გამოყოფილი სივრცეების
დატოვებას კი პოლიციის თანამშრომლები
გააკონტროლებენ.
შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის
მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან.
დამატებითი თერმოსკანერები დამონტაჟდა სასაზღვრო-გამშვებ
პუნქტებზე. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო
პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000
-ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია
ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ვირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის
პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები