ახალი ამბები
'' ნუ ისარგებლებთ ამ მდგომარეობით''- ამირან გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს მიმართავს
FaceBook

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს მიმართავს.


ამირან გამყრელიძის თქმით, დაუშვებელია კერძო ლაბორატორიებმა ბინაზე მისვლით გააკეთონ კორონავირუსზე ანალიზი.

''კორონავირუსის ტესტი დამყარებულია ე.წ პისიარ ტექნოლოგიაზე და შესაძლებელია, რომ სხვა ლაბორატორიებმაც გააკეთონ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პირობები ამისთვის, უნდა მიყვებოდნენ საერთაშორისო გაიდლაინებს და რეკომენდაციებს, როდის და რანაირად უნდა გაკეთდეს ტესტი. დაუშვებელია ის ფაქტი, რომ კერძო ლაბორატორიები ბინაზე მისვლით მოსახლეობას ახალ კორონავირუსის ტესტის გაკეთებას სთავაზობენ. მოვუწოდებ ამ ლაბორატორიებს, ნუ ისარგებლებთ ამ მდგომარეობით და გარკვეული თანხების მიღების მიზნით, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. ნუ დაიწყებთ ასიმპტომური ადამიანების სახლებში სინჯის აღებას. ჯერ ერთი, ვინც ჩვენთან სინჯს იღებს, იმ ადამიანებს აქვთ რამდენიმე კვირიანი ტრენინგი ჩატარებული, როგორი პროტექტიული საშუალებები უნდა გეცვას, როცა სინჯს იღებ, როგორ მუშაობ ადამიანთან, რა ტიპის სინჯარაში უნდა აიღო სინჯი, რამდენ ხანში უნდა მიიტანო. ამას მთელი სტანდარტული ოპერაციული პროცედურა აქვს გაწერილი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლაბორატორიას, რომელსაც ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს, ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო თავს ნუ შევირცხვენთ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი საფრთხე, აქ პირველ რიგში წამყვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეს არ არის ე.წ. გრიპის კვლევის ტესტები, რომლებიც შეიძლება კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოთ. ეს არის პანდემიის და ეპიდემიის საფრთხე. აქ წამყვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ლაბორატორიები, სადაც ამის დიდი გამოცდილებაა. ჩვენი ლაბორატორია არის აკრედიტირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამიტომ იქ გაცემული ნებისმიერი პასუხი არის საერთაშორისო სტანდარტის, არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა ქვეყანას", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ ჩამოვიდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟოდან გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მოქალაქეებს ურჩევს აუცილებელი შემთხვევის გარდა, არ გაემგზავრონ იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ეპიდემიის საფრთხე მომატებულია, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, ხშირად დაიბანონ ხელები, საჭიროების შემთხვევაში ატარონ სამედიცინო ნიღაბი, დაიცვან პირადი ჰიგიენა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.