ახალი ამბები
ტყიბულის შახტების მმართველი კომპანია გაფიცულების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს
FaceBook

ტყიბულში, ძიძიგურისა და  მინდელის შახტების მმართველი კომპანია მეშახტეების პროტესტს უმიზეზოს უწოდებს და აცხადებს, რომ  შახტების დროებითი დახურვა მეშახტეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.


ვრცელ განცხადებაში უკრაინული კომპანია განმარტავს,  რომ ძიძიგურის შახტში,  ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა აქვს ამოწურული, რომლის შეცვლა რამდენიმე კვირას გაგრძელდება.  მეშახტეების მოთხოვნა კი ამ პერიოდის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდება.

 

„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქალაქ ტყიბულში კვლავ გრძელდება მეშახტეთა სრულიად უმიზეზო პროტესტი, რაც გამოიწვია ძიძიგურის შახტის შესასვლელის დროებით დახურვამ. მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, არის მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.  კერძოდ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა აქვს ამოწურული და საჭიროებს ცვლილებას.  დასკვნის შესაბამისად, კომპანიამ ბაგირის გამოცვლის პროცედურა უნდა დაიწყოს, რაც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და დასრულებისთანავე შახტის ჩასასვლელი გაიხსნება.


ამასთან, კომპანია მეშახტეთა მოთხოვნის შესაბამისად, არაერთ დათმობაზე წავიდა. კერძოდ, ჩვენ მათ შევთავაზეთ მინდელის შახტამდე უფასო ტრანსპორტირება, ასევე ვაცხადებთ თანხმობას, რომ ძიძიგურის შახტში ბაგირების გამოცვლის პროცესი სრულად გააკონტროლონ და მიეცათ გარანტია, რომ პროცესის დასრულებისთანავე შახტის ჩასასვლელი გაიხსნება.

კომპანიამ თითოეულ მეშახტეს მყარი გარანტია მისცა, რომ არ იგეგმება არცერთი ადამიანის შემცირება, არ იგეგმება ხელფასის კორექტირება და ჩვენი გეგმები  მხოლოდ და მხოლოდ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.


მიუხედავად ამისა, გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტის გარდა  ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა, მეშახტეებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ ისინი ბაგირების გამოცვლის პროცესში  არ იმუშავებენ, თუმცა ითხოვენ ანაზღაურებას და სამუშაო პროცესს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებიან, როდესაც ძიძიგურის შახტის სარემონტო სამუშაოები დასრულდება. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს პირობა კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მიუღებელია პროტესტი იმ ფონზე, როდესაც კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურება", - ნათ
ქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულები პროტესტს მესამე დღეა აგრძელებენ. ისინი შახტების მმართველი კომპანიის შეთავაზებას, მინდელის სახელობის შახტში დროებით გადაყვანის შესახებ არ ეთანხმებიან, რადგან შიშობენ, რომ ეს მათი სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. გაფიცულებმა დღეს  მინდელის შახტთან გადაინაცვლეს და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება.

„coal of gerogia”-ს დირექტორი მიხეილ სოცკი შახტში სამუშაო პროცესის დროებით შეჩერებას და დასაქმებულების სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანას ობიექტზე ტექნიკური რემონტის საჭიროებით ხსნის და აცხადებს, რომ შახტის დახურვას და  თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს.



2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა,  მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.
შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები  უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.





ამავე თემაზე:


ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულის შახტის მფლობელის პირველი კომენტარი გაფიცვაზე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.