ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულებმა
მინდელის სახელობის შახტში გადაინაცვლეს და გაფიცვას იქ
აგრძელებენ.
ადგილის შეცვლა პორტესტის მასშტაბების გაზრდას ისახავს მიზნად.
გაფიცულები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან და პროტესტი უფრო მწვავე
გახდება.
მეშახტეებმა დღეს ახალი მოთხოვნები წამოაყენეს.
ისინი კვლავ უარს აცახდებენ მინდელის შახტში გადასვლაზე და ამბობენ,
რომ ძიძიგურის სახტის დახურვას ერთადერთი პირობით დასთანხმდებიან, თუ
კომპანია გაცდენილ პერიოდს აანაზღაურებს. გაფიცულები ადგილზე
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლის ჩასვლას
ელოდებიან.
ტყიბულის ძიძიგურის შახტში დასაქმებულები 24 თებერვალს გაიფიცნენ.
ისინი ახალი ინვესტორის, უკრაინული კომპანია „coal of gerogia”-ს
შეთავაზებას, მინდელის შახტში გადაყვანის შესახებ, არ
ეთანხმებიან. გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიას სინამდვილეში
ძიძიგურის შახტის დახურვა აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის მიზეზებს
ეძებს.
„coal of gerogia”-ს დირექტორი მიხეილ სოცკი შახტში
სამუშაო პროცესის დროებით შეჩერებას და დასაქმებულების სხვა სამუშაო
ადგილზე გადაყვანას ობიექტზე ტექნიკური რემონტის საჭიროებით ხსნის და
აცხადებს, რომ შახტის დახურვას და თანამშრომლების შემცირებას არ
აპირებს.
2019 წლის
ნოემბრიდან
ტყიბულის
შახტებში ახალი კომპანია
"Coal
of Georgia" ოპერირებს.
ქვანახშირის
მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი"
ჯგუფმა, მას შემდეგ დატოვა, რაც
1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.
შახტებიდან კომპანიის გასვლას
წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა. საბოლოოდ,
მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები
გადაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები