ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა, ფაბრიციო მანინომ გუნდის ახალი ფორმა, ვებსაიტი და მთავარი სპონსორი წარადგინა.
"ტორპედოს“ ახალი გენერალური სპონსორი ონლაინ გაყიდვების
საერთაშორისო კომპანია „ედენარო“ იქნება. რაც შეეხება გუნდის
ჩაცმულობას, ფორმები კვლავ შავ და თეთრ ფერებშია წარმოდგენილი, თუმცა,
ახალი დიზაინით.
მანინომ ეროვნული ლიგის მოახლოებულ თამაშზე და კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა
"ჩვენ ვიწყებთ ახალ სეზონს. თქვენ იცით, რომ დიდი ხანი არ არის რაც ემზადება გუნდი, მაგრამ გვყავს ძალიან კარგი მწვრთნელი მიხეილ აშვეთიას სახით და ფეხბურთელები და ვიმედოვნებ, რომ პირველი მარტის თამაშისთვის კარგად ვიქნებით მომზადებული", - განაცხადა ფაბრიციო მანინომ.
კლუბის პრეზიდენტის თქმით, პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანა ეროვნულ
ლიგაში ღირსეული თამაშია. სამომავლოდ კი კლუბი ბავშვთა და ქალთა
ფეხბურთის განვითარებაზეც აქტიურად იზრუნებს.
მასალის გამოყენების პირობები