ქუთაისში, დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრენილ მგზავრს მაღალი
ტემპერატურის დაფიქსირების გამო ინფექციურ საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
20 წლის გოგონას 37.8 გრადუსი დაუფიქსირდა რის გამოც ის ბოქსირებულ
განყოფილებაში მოათავსეს.
ექიმების თქმით, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა, რა
ვირუსი აქვს ამ დროისთვის დადგენილი არაა.
"მისი ანალიზები ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით გადაიგზავნება
ლუგარის ლაბირატორიაში", - განმარტავენ ექიმები.
მასალის გამოყენების პირობები