ჩინეთიდან ჩამოყვანილი 34 მოქალაქე საკარანტინო პერიოდს საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გაივლის.
ისინი შენობაში უკვე გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებასთან ახლოს მდებარე სასტუმრო კი სპეციალურად შეირჩა, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი სტაციონარში გადაყვანა მოკლე დროში მოხდეს.ჩინეთში მყოფმა მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებს ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი და მათ ამ ეტაპზე ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ მოქალაქეთა ნაწილს შესაძლოა ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, რის გამოც მათი კარანტინში გადაყვანის გადაყვეტილება იქნა მიღებული. ორი კვირის განმავლობაში ვირუსის ნიშნები არ გამოუვლინდათ, ისინი სახლებში დაბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები