„ქართული ღვინის ცნობადობისთვის, საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინის
წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, ქვევრის ღვინო
განსაკუთრებული ღირებულების პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ დღის
წესრიგში დადგა ქვევრის, ამ კულტურული მემკვიდრეობის როგორც
ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაცვა. გაზრდილი ინტერესის გამო,
ქვევრის ღვინო საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იწარმოება.
შესაბამისად, ჩვენი ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის
რეპუტაციისა და პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას, ასევე პრემიუმ
სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას“, - ამბობს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი,
რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროების, ასევე საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“, შოთა
რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასოციაციის
„ქართული ღვინო“, იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემიის
წარმომადგენლები და მეცნიერები შევლენ.
სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საჭირო დასაბუთებულ სპეციფიკაციებსა და აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმებს. ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც არასასურსათო პროდუქტი დარეგისტრირდება როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.
ამ დრომდე, საქართველოში დარეგისტრირებულია 20-მდე გეოგრაფიული აღნიშვნა, მათ შორის, ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, სვანური სულგუნი, გუდა და ა.შ.
ქართული ქვევრის ღვინოს
2013 წელს, არამატერიალური კულტურული ძეგლის
სტატუსი მიენიჭა.
2017 წელს, საერთაშორისო სამეცნიერო
საზოგადოებამ აღიარა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.
მასალის გამოყენების პირობები