ქუთაისის ე.წ. „კეჩის“ ბაზარში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.
„ახალი შენობა რომ გავაკეთეთ აქ, იმის სახურავი უფრო მაღალია, ვიდრე
ადმინისტრაციის შენობის, როგორც ჩანს, თოვლის ნაწრეტი წყალი ჩავიდა
გაყვანილობაში და მოხდა მოკლე ჩართვა. სხვა ახსნას ვერ
ვპოულობ“,-ამბობს კახა გიორგაძე.
მისი თქმით, ხანძარი მის სამუშაო ოთახში გაჩნდა, სადაც დაიწვა
ინვენტარი და დოკუმენტები. ცეცხლი სხვა ობიექტებზე არ გავრცელებულა.
შესაბამისად, ხანძარს არც ერთი მოვაჭრე არ დაუზარალებია. რაც შეეხება
ადმინისტრაციის ოთახს, მისი თქმით, ზარალმა დაახლოებით 7000
ლარი შეადგინა.
კახა გიორგაძე ამბობს, რომ ბაზარში სამუშაო
პროცესი მალე აღდგება.
ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზარზე ხანძარი 16 თებერვალს, ღამით გაჩნდა.
ცეცხლი ბაზრის ადმინისტრაციის შენობას მოედო. ადგილზე მობილიზებული
იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ხანძრის ლიკვიდაცია
მალევე მოხდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი
ლიკვიდირებულია
ქუთაისში ე.წ ''კეჩის ბაზრობაზე'' ხანძარია
მასალის გამოყენების პირობები