ხონში, ჩაის ფაბრიკის სკოლის 37 მოსწავლეს, დროებით სხვა სკოლაში გადაიყვანენ.
შენობაში,
სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა, დამწვარია სახურავი, რის გამოც
სკოლაში ყოფნა უსაფრთხო არ არის.
რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით,
ცეცხლი თავდაპირველად ბაღის შენობის საკუჭნაოს მოედო, რომელიც
სკოლას უერთდება, შემდეგ კი სკოლის სახურავზე გავრცელდა.
ხანძრის გაჩენის მომენტში ბაღშიც და სკოლაშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა, მოზარდების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების შენობიდან ევაკუაცია დროულად მოხდა. შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შენობაში ცეცხლის ჩაქრობას 7
სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
მასალის გამოყენების პირობები