ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით, საცხოვრებელ ეზოში არსებულ შენობას გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ბრიგიდა მივიდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ადგილზე მყოფებმა თავადვე მოახერხეს. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ეზოში არსებული შენობის სახურავი დაიწვა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები