პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი
გიორგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ,
სამშენებლო ნორმების დარღვევით იყო აშენებული.
„ერთს შვიდი ნეკნი აქვს მოტეხილი, აქვს მალების დაზიანებაც და არის მძიმედ. ახლა იმყოფება საავადმყოფოში. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ თოვლის საფარმა დააზიანაო, რაც გამორიცხულია, ხუთსანტიმეტრიანი თოვლი როგორ დააზიანებდა შენობას? სავარაუდოდ, არ იყო სამუშაოები სწორად შესრულებული“, - ამბობს ვიტალი გიორგაძე.
მისი თქმით, შენობაში, სადაც
შემთხვევა მოხდა, მუშები ძირითადად, შედუღებით სამუშაოებს
აწარმოებდნენ.
უბისასთან ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი“ ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები