ახალი ამბები
თოვის გამო მუხურა-ტყიბულს ისევ მოწყვეტილია
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელი მუხურა ტყიბულს ისევ მოწყვიტა.
მუხურაში მცხოვრებლები მთავრობისგან ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ. 

ტყიბულის მერიაში აცხადებენ, რომ 13 თებერვალს გზაზე თოვლის საფარის გაიწმინდა, თუმცა წუხელ ღამემ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელში პრობლემები ისევ შექმნა. მერიაში განმარტავენ, რომ გაწმენდით სამუშაოებს ძლიერი თოვის გამო, ჯერჯერობით, ვერ იწყებენ. 

"დღის მეორე ნახევრიდან ველოდებით თოვის შეწყვეტას. მობილიზებული გვყავს თოვლწმენდი ტრაქტორები და მაშინვე დავიწყებთ გზის გაწმენდით სამუშაოებს. სოფლის შიდა საუბნო გზეზი იწმინდება ამჟამად", - ამბობენ მერიაში.

მუნიციპლიტეტში, ასევე, განმარტავენ, რომ აღნიშნული სოფელი შემოვლითი გზითაც სარგებლობს და ტყიბულში მოხვედრა მსურველებს თერჯოლის გზით შეუძლიათ. 

13 თებერვალს, მუხურა-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარის გამო მოძრაობა სრულად პარალიზებული იყო.



ამავე თემაზე:

მუხურა-ტყიბულის გზაზე თოვლმა ორ მეტრს გადააჭარბა - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.