ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილის მარაგი აქვთ და ამ თვალსაზრისით ქალაქს პრობლემა არ შეექმნება.
„მარაგში გვაქვს 30 ტონა ტექნიკური მარილი და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიმატოთ. ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება“,- ამბობს ააიპ „სპეციალური სერვისების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი მჟავანაძე.
ქუთაისში მოსულმა თოვლმა გზის რამდენიმე მონაკვეთზე პრობლემები შექმნა. შეფერხებით გადაადგილდებოდა საქალაქო ტრანსპორტიც. ყველაზე დიდი პრობლემა კი მოსახლეობას გათიშული გაზისა და ელექტროენერგიის გამო შეექმნა. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 12 თებერვალს აბონენტების 60%-ს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.
„სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გაზისა
და ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დღის ბოლომდე ეტაპობრივად
აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები