ქალაქის მერის სამივლინებო ხარჯებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4138 ,34 ლარი დაიხარჯა.
13 მივლინება, აქედან 9 თბილისში და დანარჩენი საზღვარგარეთ - ასეთია ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ხუთ თვის განმავლობაში (მიმდინარე წლის მაისიდან ამდრომდე) განხორციელებული სამივლინებო ვიზიტები.
ქალაქის მერი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქში ბოლოს 14 სექტემბერს იმყოფებოდა. მურღულიას სამივლინებო ვიზიტი თბილისში, მერიიდან მიღებული ოფოციალური წერილის მიხედვით, მხოლოდ ერთდღიანი გახლდათ.
ქალაქის მერი ბოლო ხუთი თვის მანძილზე სამივლინები ვიზიტის ფარგლებში ყველაზე დიდხანს (7 დღეს) უნგრეთისა და ხორვატიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა (
მიმდინარე წლის 25-31 აგვისტოს).
ბოლო ხუთი თვის მანძილზე ქალაქის მერის სამივლინებო ხარჯებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4138 ,34 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 2014 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ 7 სამივლინებო ვიზიტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 3 518,59 ლარი დაიხარჯა.თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები