ქუთაისში, "ცისფერყანწელთა" დამფუძნებლების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები დადგეს.
ქართველი პოეტების ქანდაკებები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გახსნილა. ძეგლები, დროებით, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
პროდასავლური მისწრაფებების გამო,
1930-იან წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურული ორდენი გააუქმა,
მისი წევრები კი ხალხის მტრებად გამოაცხადა.
პაოლო იაშვილმა, ვიდრე საბჭოთა
ხელისუფლება დააპატიმრებდა, 1937 წელს მწერალთა კავშირის სხდომაზე
თავი მოიკლა. ტიციან ტაბიძე კი დახვრიტეს. მეორე ვერსიით, მას
გადასახლება მიუსაჯეს და ციმბირის ტრამალზე თოვლიან ქარბუქში
მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები