ხარაგაულში მდინარე ჩხარიმელას ადიდების შედეგად, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის დამცავი ჯებირი ჩამოიშალა.
ჯებირის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა გამოიწვია.წყლის ტალღამ ორი ელექტროგადამცემი ხაზიც დააზიანა, რის გამოც, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ
ენერგომომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია, თუმცა, დენი ამ დრომდე
არ მიეწოდება სამ უბანს.
რაც შეეხება ჩანგრეულ ჯებირს და გზას, მუნიციპალიტეტის მერიის
პრესსამსახურში ამბობენ, რომ მდინარის ამ მონაკვეთზე საყრდენი კედლის
მდგრადობის პრობლემა ადრეც იყო, რის გამოც მუნიციპალიტეტმა
ტენდერი უკვე გამოაცხადა და სამუშაოები მალე დაიწყება. მომხდარის
შემდეგ კი მერია, დაზიანების მასშტაბს ხელახლა აღრიცხავს და
პრობლემის აღმოსაფხვრელად კიდევ ერთ ტენდერს გამოაცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები