ახალი ამბები
სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს
FaceBook

სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. შესაბამისი ცვლილებები "სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ" კანონში იგეგმება.



კანონპროექტზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, ახალი კანონპროექტი სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში კვების ხარისხის მიმართულებით რეგულაციებს გაამკაცრებს.

"ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი სანქციაა საჭირო. მათ შორის, არ გამოვრიცხავთ დავაყენოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მავნე სურსათი იქნება ბაღებსა და სკოლებში შეტანილი. ვამუშავებთ სამუშაო ვერსიას და ვგეგმავთ, 2020-2021 სასწავლო წელს ეს რეგულაციები უკვე ასახული იყოს კანონში", - განაცხადა დანელიამ.

აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კანონის პროექტის პარლამენტში დარეგისტრირება უახლოეს მომავალში იგეგმება.

წყარო: interpressnews

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.