ახალი ამბები
ღვთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გელათის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა
FaceBook
ქუთათელ--გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ მრევლთან ერთად, წაიკითხა ლოცვა ღვთისმშობლისადმი.


ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ქუთათელ--გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა.
სადღესასწაულო წირვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ღვთისმშობლობა ერთ–ერთი უდიდესია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. მიხარია რომ სწორედ ასეთი წმინდა ადგილიდან ვულოცავ იმერეთის რეგიონსა და სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის შობას. საქართველო, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავს 21 სექტემბერს, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვუერთდები საერთო სიხარულს", – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
დღესვე, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 12:00 საათზე გელათის ტაძარში ქუთათელ--გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ მრევლთან ერთად, წაიკითხა ლოცვა ღვთისმშობლისადმი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური
ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
12:13 / 18.04.2025
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.