ახალი ამბები
ბაღდათის მერია: ოჯახს არ ქონია სოციალური დახმარება მოხსნილი
FaceBook
ბაღდათში მცხოვრებ გველესიანების ოჯახზე, სადაც ტრაგედია მოხდა, სოციალური დახმარების მოხსნის ფაქტი არ დასტურდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ოჯახი მრავალშვიალნობის დახმარებით, ასევე უფასო სასადილოთი სარგებლობდნენ. 


"ტყუილია, არ ჰქონდა ოჯახს დახმარება მოხსნილი. ისინი იყენებდნენ ყველა იმ დახმარებას რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, მათ შორის სარგებლობდნენ უფასო სასადილოთი და მრავალშვილიანი ოჯახზე ფულადი დახმარებითაც," - აცხადებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ხათუნა კირკიტაძე.

გველესიანების ოჯახი რომ სოციალურ დახმარებას იღებდა, სოციალური მომსახურების სააგენტოშიც დაგვიდასტურეს. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახს ჩარიცხული ჰქონდა დეკემბერ -იანვრის თანხა. 

"გველესიანები სარგებლობდნენ სოციალური დახმარებით. თანხის მიღება ოქტომბერ- ნომებერში ჰქონდა შეჩერებული, გადამოწმების მიზნით, თუმცა მომდევნო თვეს თანხა ერთიანად დაერიცხა. ისინი ყოველთვიურად 680 ლარს იღებდნენ", - განმარტავს  ნინო ჭიღლაძე.

ბაღდათში, 3 თებერვალს, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა.




ამავე თემაზე:


ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გააუქმა

ბაღდათში, ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.