ქუთაისის მესხიშვილის თეატრში უახლესი პრემიერა 6 და 7 თებერვალს გაიმართება.
მარტში მესხიშვილის სცენას ბერტოლდ ბრეხტს დაეთმობა. ბრეხტის პიესის, „დაფდაფები ღამით“, მიხედვით დადგმას რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი წარმოადგენს.
გაზაფხულზე გაიმართება მესამე პრემიერაც. ნუგზარ ლორთქიფანიძის პიესის მიხედვით „თქვენო უდიდებულესობავ“ სპექტაკლს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი კოტე აბაშიძე დადგამს.
სეზონს დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ დაასრულებს, დადგმას ნუგზარ ბაგრატიონი განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები