მუსიკოსი დავით ალადაშვილი ქუთაისში კონცერტს გამართავს.
იგი ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრთან ერთად (დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი) პეტრე ჩაიკოვსკის #1 კონცერტს შეასრულებს.
საღამო, ქუთაისის ოპერის თეატრში 4 თებერვალს 18 საათზე გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
დავით ალადაშვილმა 11 წლის ასაკში დაიწყო
ფორტეპიანოზე დაკვრა. 15 წლის ასაკში მიიღეს თბილისის სპეციალურ
მუსიკალურ სკოლაში, 2007 წელს ალადაშვილი გადავიდა ნიუიორკში
შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე.
პიანისტი მასტერ-კლასს იღებდა ცნობილი მუსიკოსებისაგან, ასევე
მუსიკოსს მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ფესტივალში.
დავით ალადაშვილს პრესა უწოდებს "ემოციური
ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის".
მასალის გამოყენების პირობები