ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე დატოვა.
22 წლის ვიოლეტა მატიონოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული 24 იანვარს გაათვისუფლეს.
ირაკლი მერკვილაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ სასჯელის მოხდის მიუხედავად ბრალს არ აღიარებს და ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს.
"არ მიღიარებია და არც ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია. უკვე დაგვიდასტურეს, რომ საქმე წარმოებაში მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას. რამდენიმე კვირა დამჭირდება ადაპტაციისთვის და ისევ დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას",-განაცხადა ირაკლი მერკვილაძემ.
N2ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმი, ირაკლი მერკვილაძე 2017 წლის
27 იანვარს დააკავეს. პროკურატურა მას 22 წლის
პაციენტის, ვიოლეტა მატინოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას
ედავებოდა. ვიოლეტა მატინოვამ საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძის
კლინიკაში გაიკეთა, რამდენიმე დღეში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და
გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში კლინიკის მთავარ ექიმს
ადანაშაულებდა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მატინოვა კლინიკიდან
გაწერის შემდეგ არასათანადო პირობებში იმყოფებოდა, რის გამოც მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, საბოლოოდ კი ფატალურად
დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები