ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო
საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა
შეუფარდა.
საქმე ეხება, ხუთი წლის წინ მომხადარ შემთხვევას.
ექიმს 22 წლის ვიოლეტა მატონავას გარდაცვალებაში ედება ბრალი,
რომელსაც საკეისრო კვეთა 2013 წელს გაუკეთა და
გოგონა შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულის დედა ექიმს უყურადღებობაში
ადანაშაულებდა.
ექიმის წინააღმდეგ დავა ხუთი წლის განმავლობაში
მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები