მერაბ ნემსიწვერიძე ერთადერთი ქართველი იყო 18 კაციან ჯგუფში
ქუთაისელი მთასვლელი
მერაბ ნემსიწვერიძე მთებიდან დაბრუნდა. სპორტსმენი 12 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ექსპედიციაში ჰიმალაის მთებში იმყოფებოდა. მერაბ ნემსიწვერიძე ერთადერთი ქართველი იყო 18 კაციან ჯგუფში, რომელმაც მწვერვალი პარაჩამო პუჩე დალაშქრა. აღნიშნული მწვერვალი 6279 მეტრია.
მთასვლელი მერაბ ნემსიწვერიძე დღეს ქუთაისის მერს შეხვდა. შოთა მურღულიამ მას წარმატება მიულოცა. შეხვერდას პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდა. მთასვლელის საერთაშორისო ექსპედიაში მონაწილეობა ქუთაისის მერიამ დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები